7 თვის ჩვილი საკუთარმა დედამ სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოკლა
7 თვის ჩვილი საკუთარმა დედამ სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოკლა
15:11 22.05.2019
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარმა დედამ 7 თვის ჩვილი სავარაუდოდ ქმარზე შურისძიების მიზეზით მოკლა.

მისი მეუღლის ნათესავების განცხადებით, ბავშვის გაგუდვის შემდეგ დედამ, რომელიც თვითონაც არასრულწლოვანია, ოჯახიდან ოქროს ნივთები და ფული წაიღო.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი სატელეფონო შეტყობინებები იყო, რომელსაც გოგო საიდუმლოდ ინახავდა.

საკუთარი შვილის მკვლელი პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში, არსებული ინფორმაციით მეგობარ ბიჭთან ყოფნის დროს დააკავა.

ბეჭდვა