იუსტიციის სამინისტროს ეთნიკური აზერბაიჯანლები ეწვივნენ
იუსტიციის სამინისტროს ეთნიკური აზერბაიჯანლები ეწვივნენ
12:59 01.03.2012
იუსტიციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს დღეს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გაეცვნენ.
მათ სამინისტროს ახალი შენობაც დაათვალიერეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა კი, სტუმრებს იმ საერთაშორისო კვლევის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად დასახელდა.
სამინისტროში სტუმრობა პროექტ "ზამთრის სკოლის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი "მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის", "სისხლის დონორთა ასოციაციის" და "ასოციაცია – ახალგაზრდების წვლილის" ორგანიზებით ხორციელდება.

ბეჭდვა