პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე დღეს სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 11 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 20 43 827 ლარი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხდოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.
სასამართლომ დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით მას 16 944 960 ლარი დააკისრა.
