გახარია ზუგდიდში გასროლის შესახებ: მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი - ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს
გახარია ზუგდიდში გასროლის შესახებ: მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი - ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, ყველაფერი სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს
10:15 19.05.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა, მინისტრმა განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება.

„როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ და გვაქვს ძალადობის ფაქტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი. ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები. კიდევ გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო ეს პროვოკაცია, ამიტომ ახლა იქ არის ერთი მხარე, რომელიც არის დაკავებული. ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს. აბსოლუტურად სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბეჭდვა