ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
11:39 18.05.2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.



შემთხვევა გუშინ ღამით, მდინარე ალაზანზე მოხდა.

ნასვამ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა 35 წლის კაცს მუცლისა და მხრის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სასწრაფომ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა და ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

ბეჭდვა