პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება კალაძის დაჯარიმების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
როგორც „ნიუსპრესს“ თადუმაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა დღეს 18:00 საათზე იწურებოდა.
„თბილისის საქალაქო სასაამართლოს გადაწყვეტილება კალაძის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე. იმ შემთხვევაში კი, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ჩვენ საერთაშორისო სასამართლოს მივმართავთ“-განაცხადა თადუმაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინწინ კახა კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო და ჯარიმის სახით 16 944 960 ლარი დააკისრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5 552 135, ხოლო კახი კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა.
