სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა
11:39 16.05.2019
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დელეგაციის წევრებს, დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მეგან ფიცჯერალდს, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერს, ანა-ლიზა შატელენს და ექსპერტებს, ანდრაშ შაიოსა და მიშელ რივეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, თათული თოდუა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრეს.


ბეჭდვა