გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას
გიორგი გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას
16:52 12.05.2019

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ჟურნალისტებთან საუბრისას აქტივისტების

პროსტესტსა და კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების მხრივ შეცვლილ მდგომარეობას გამოეხმაურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისაგან, ასევე - ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც. აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, 2018 წლის 12 მაისის შემდეგ კლუბური ნარკოტიკებით ინტოსქსიკაციით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ყველას კარგად გვახსოვს, რომ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღე.

კრიტიკულად შემცირდა ასეთი შემთხვევები.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - 12 მაისიდან 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანის გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა", - აღნიშნა შს მინისტრმა.

გახარიას თქმითვე, როგორც კი მსგავსი პოზიტიური მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერ აუკრძალავს შსს-ს თავისი უფლებამოსილების განცორციელებას.

"არ იქნება არცერთი დახურული ზონა.

ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც ეს ტრაგედია გამოიარა.

ვაცხადებთ, რომ ვიცავდით და დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას", - აღშნიშნა გიორგი გახარიამ.

 

ბეჭდვა