ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ
მოვლენებს ეხმიანება.
"რა არ ვიხილეთ და მოვისმინეთ ამ კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც რუსთავი 2 დირექტორის, ნიკა გვარამიას მუქარა იყო ალბათ: "გადავდივართ შეტევაზე ! " გვარამია, დიდიხანია გადასულია შეტავაზე, მანამდე ბილწსიტყვაობითა, გინებით და ათასი სისაძაგლით ცდილობდა შეტევას. ე
რთმხრივ ვითომდა თავისუფალ და დამოუკიდებელი მედიას ამოფარებულ დაჩაგრული და თან შეუპოვარი კაცის როლს თამაშობს, თან მუქარას მუქარაზე ამატებს. ხომ ყველა ვიცით, რომ დიდიხანია რუსთავი2 პარტიულ-პროპაგანდისტულ მანქანად გადაიქცა, გვარამია კი ვითომ მედიას ამოფარებით ცდილობს იმუნიტეტი შეიქმნას, არადა ფინანსური მაქინაციებისთვის მინიმუმ 10/12 წელი ემუქრება", - წერს ნიკოლეიშვილი.
