მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დღეიდან ახალი წესით ტარდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დღეიდან ახალი წესით ტარდება
11:59 01.03.2012
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დღეიდან თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით ჩატარდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება 16 თებერვალს გაავრცელა.
საგამოცდო მოედანი იმპულსური სიგნალის გამომცემი ელექტროსადენებით მოეწყო, ხოლო საგამოცდო მანქანებს სენსორები დაუმონტაჟდა. გამოცდის შედეგი სწორედ ამის საშუალებით ფიქსირდება.
გარდა ამისა, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოცდის ჩანაწერის ნახვის საშუალებაც ექნებათ.





ბეჭდვა