ხაშურში შუახნის ქალი მოკლული ნახეს
ხაშურში შუახნის ქალი მოკლული ნახეს
10:04 10.05.2019
ხაშურში გუშინ ღამით შუახნის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს დაზიანებები ყელისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.

ქალი საკუთარ სახლში შვილმა ნახა. ოჯახის წევრების განმარტებით, მათთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ.









ბეჭდვა