სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
17:39 07.05.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა - ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.


ბეჭდვა