შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა
10:09 07.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო მანქანა გადაეცა.



ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.



ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და გააჩნია ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც.



შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება
ბეჭდვა