ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
13:47 06.05.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.ნ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (ჩოდეინე P ჰოსპჰატე -50 აბი) გამოავლინეს.

ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბეჭდვა