ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
12:54 04.05.2019
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად ერთი ქალი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ბეჭდვა