კაცი, რომელიც "სარაჯიშვილზე" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა
კაცი, რომელიც "სარაჯიშვილზე" ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა
13:28 03.05.2019
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეტროში დაახლოებით 10:15 საათზე მოხდა.

"როდესაც სადგურზე შემოდიოდა მატარებელი, მგზავრი ჩავარდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. როდესაც დაასრულებენ მუშაობას, ჩაირთვება მეტრო. ამ ეტაპზე მეტრო მოძრაობს ვარკეთილიდან დიდუბის მეტრომდე. დიდუბის მეტროში ბრუნდებიან მატარებლები. საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ არის. დიდუბიდან ვარკეთილამდე უბანი გაიხსნება მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოები დაასრულებენ მუშაობას", – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა, თამაზ რობაქიძემ.
ბეჭდვა