თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანკი „ქართუს“ თანამშრომლების მიმართ სასამართლო პროცესი მიმდინარეობას.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, პროცესზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების - „ბანკ ქართუს“ რვა თანამშრომლის, მათ შორის, ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის საქმე განიხილება, რომლებსაც ანგარიშები და პირადი ქონება დაუყადაღეს.
ჯავახიშვილი იმყოფებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც ბანკის ყოფილი დროებითი მმართველის ვლადიმერ უგულავას ხელმოწერით დოკუმენტაცია წარადგინა, რომელიც ეხება ბანკის მმართველობიდან მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებულ კომპენსაციას. მისი თქმით, სწორედ ეს თანხა 17 ათასი ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.
