ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს
ქუთაისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს
15:36 30.04.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (ლირიკა - 56 აბი) გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 261-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით.

ბეჭდვა