იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე საღეჭი რეზინის მოპარვისთვის დააკავა
იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე საღეჭი რეზინის მოპარვისთვის დააკავა
11:20 30.04.2019
იტალიის საპორტო ქალაქ ბარიში პოლიციამ საღეჭი რეზინის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც იტალიური მედია წერს, დაპატიმრებულია 35 წლის მამაკაცი, რომელმაც ბარის სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა.

პოლიციამ დაკავებული ავტოსადგომზე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე პოლიციას შპრიცით დაემუქრა.

პოლიციამ ბრალდებულის გაუვნებელყოფა და დაპატიმრება შეძლო.



1tv.ge
ბეჭდვა