ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოსტავას გამზირზე ერთი პირი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოსტავას გამზირზე ერთი პირი დაშავდა
10:09 30.04.2019
კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ორ სხვადასხვა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

დაშავებულს თავის არეში ღია ჭრილობა აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.



1tv.ge
ბეჭდვა