კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სამსამართლოში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, დღეს სასამართლოს სხდომის დასკვნითი ეტაპი გაიმართება, რომელზეც სავარაუდოდ, გადაწყდება გააუქმებს თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავის გადაწყვეტილებას.
სამხარაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად რადიო „ჰერეთის“ განცხადება არ დააკმაყოფილა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოაცხადა.
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ რადიო „ჰერეთის“ სარჩელის განხილვა 7 თვეა მიმდინარეობს.
