სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა
16:57 28.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა