"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
10:51 01.03.2012
სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" სოფელ ქვიშხეთის მკვიდრის, სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 46 წლის სოსო ქიმერიძე პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, ქიმერიძე პოლიციის შენობაში კიბეებიდან გადავარდა.
"ეს ყველაფერი გვაგონებს იმ პერიოდს, როდესაც შსს-ს ფანჯრებიდან და საფეხურებიდან ადამიანები ცვიოდნენ, გარდაცვლილის ფოტოები აშკარად მეტყველებს, რომ პიროვნება სასტიკად ნაცემია და ამას ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი დაადასტურებს"- აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობაში.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" შსს-ს მომხდარის სათანოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.



ბეჭდვა