გიორგი გახარია და მისი მოადგილე პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ადგილისაკენ
მიემართებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგი არ წავა დათმობაზე, თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება.
პანკისის ხეობაში მოსახლეობა "ხადორი 3"-ის ჰესის მშენებლობას დილიდან აპროტესტებს.
მშენებლობის ადგილიდან მოსახლეობის ნაწილმა თელავში მოსალაპარაკევბლად გადაინაცვლა, თუმცა მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პანკისის ხეობაში მოსახლეობამ სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. ცეცხლი გაუჩნდა შსს-ს ორ მანქანას.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება კვლავ დაზაბული რჩება.
