პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოსახლეობამ შსს-ს სპეცტექნიკა დააზიანა. ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის ორ მანქანას.
შსს-ს მხრიდან განმარტებები მოცემულობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს დილიდან მართავს. ისინი ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
