სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
11:54 20.04.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.
ბეჭდვა