ბათუმში ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს
ბათუმში ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს
18:02 19.04.2019
ბათუმში დღის ორ საათზე ერთ-ერთ ლომბარდში ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელიც მუქარით ცდილობს მოლარე-ოპერატორისათვის თანხის გამოძალვას.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლარე-ოპერატორის დაკითხვა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია.
ბეჭდვა