რუსთავში ცენტრალურ გამზირზე აფეთქება მოხდა
რუსთავში ცენტრალურ გამზირზე აფეთქება მოხდა
10:39 19.04.2019
რუსთავში მეგობრობის გამზირზე "მერსედესის" მარკის ავტომობილს მოძრაობისას ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა სანთებელა აანთო, რის შემდეგაც სავარაუდოდ ავტომობილში დაგოვებულმა თხევადმა აირმა იფეთქა.

შემთხვევისას მანქანაში 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა.

მათ ამ დრომდე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.



inforustavi.ge


 

ბეჭდვა