არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა
12:00 09.08.2012
არასრულწლოვანთა №11-ე აღმზრდელობით დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა.
მომხდარი ინციდენტის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 8 აგვისტოს ზოგიერთმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა დღის წესრიგის უხეშად დარღვევის ინსპირირება მოახდინა, რამაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის დაზიანება გამოიწვია.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდნენ, სადაც მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობებია შექმნილი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზიანება არცერთ მსჯავრდებულს არ მიუღია.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა