შალვა ჭედია: პოლიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას ყოველთვის მოახდენს
შალვა ჭედია: პოლიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას ყოველთვის მოახდენს
20:51 12.04.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის, შალვა ჭედიას განხადებით, ზუგდიდში გუშინ მომხდარი და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ პოლიცია რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.

„ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს, 2019 წლის, 11 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფ. ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- ე და 173-ე მუხლებით დაკავებული იქნა მანუჩარ ჩხეტია, რომელმაც პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო პოლიციელებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განსახილველად წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რაც მოპოვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიციელების საქმიანობა და მათი მთავარი ამოცანა არის მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

რაც მოხდა არის კანონდარღვევა და პოლიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ყოველთვის მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“ - განაცხადა შალვა ჭედიამ.

ბეჭდვა