სუს-ის უფროსი უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს შეხვდა
სუს-ის უფროსი უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს შეხვდა
20:37 12.04.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს, მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ აბდულლაჰ ალ-მასნადს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი მუბარაკ ბინ ნასერ ალ-ხალიფა.

ბეჭდვა