გორთან სატვირთო მანქანაში გაჩენილ ხანძარს ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
გორთან სატვირთო მანქანაში გაჩენილ ხანძარს ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
11:31 12.04.2019
გორთან ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.

სატვირთო ავტომობილს თურქული ნომრები აქვს.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ბეჭდვა