სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოება შეწყვიტა
სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოება შეწყვიტა
17:15 11.04.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესზე სასამართლო კოლეგიამ განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი უკან დაუბრუნდა. კოლეგიამ სარჩელი განუხილველად დატოვა.

მოსამართლე მაია გიგაურის განმარტებით, სარჩელზე ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს.

აღნიშნული საქმის განხილვის შეწყვეტას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარე ითხოვდა. ადვოკატი აცხადებდა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობდა.

დავით ბაგრტიონ-მუხრანელს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა უჩივლეს. როგორც მოსარჩლე მხარის უფლებადამცველ იურიდიულ კომპანიაში აცხადებენ, დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას” ეხებოდა.
ბეჭდვა