"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს პოლიცია დაკითხავს
"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს პოლიცია დაკითხავს
17:23 07.04.2019
დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რაიონის პოლიციაში თვითმხილველები და "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ დასახელებული და "ყაზტრანსგაზის" მიერ გამოქვეყნებული დრო ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ყაზტრანსგასის“ წარმომადგენლის თქმით, ზარი ნამდვილად იყო შესული კომპანიაში.

"მოვახდინეთ რეაგირება,მაგრამ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს ადგილზე ბინა უკვე აფეთქებული დახვდათ", - განაცხადა "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელმა.

ამჟამად აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობისა ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა