საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან
დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
"დღეს 12 საათსა და 20 წუთზე დიღმის მასივში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რის გამოც ადგილზე მობილიზდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფი. ამ ეტაპისათვის 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ევაკუირებულ იქნა სრულიად ყველა მოქალაქე და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. გამოძიება დაწყებულია. იკითხება ყველა პირი. მათ შორის, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები".
