დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე რამდენიმე წუთის წინ აფეთქება
მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
მომხდართან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზ თბილისი" განცხადებას ავრცელებს.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ბინა, სადაც აალება მოხდა, მეზობლების ინფორმაციით, ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს. "ყატრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის კორპუსში ბუნებრივი აირი გადაკეტილია და აფეთქების გამეორების საფრთხე არ არის.
