საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიღმის მასივში მე-4 კვარტლის
მე-5 კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებ იმყოფებიან.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა.
imedinews.ge
