წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
18:10 05.04.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტებში "წითელი ხიდი" და "სარფი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

3 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმ  ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.


ბეჭდვა