4 წლის ბავშვის დაღუპვაში ბრალდებულ დედას მეორე შვილის მიმართ ძალადობაშიც ედება ბრალი
4 წლის ბავშვის დაღუპვაში ბრალდებულ დედას მეორე შვილის მიმართ ძალადობაშიც ედება ბრალი
14:25 03.04.2019
თბილისში, 4 წლის ბავშვის დაღუპვაში ბრალდებულ დედას, მეორე შვილის, 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის მიმართ ძალადობაშიც ედება ბრალი.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ სხეულზე დაზიანებები ლუკა ქსოვრელსაც აღენიშნებოდა. თუ როდის არის ის მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

ჟორჟოლაძის თქმითვე, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

თბილისის საქალქო სასამართლოში სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

ლელა ქსოვრელის ბრალეულობის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს, როგორც მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნებიც.

რა თქმა უნდა, მკაცრ სასჯელს მოვითხოვთ წარმოდგენილი საქმის მასალებისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

ლელა ქსოვრელის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა დანიშნულია, პასუხი ჯერ არ მიგვიღია",- აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
ბეჭდვა