ანა ბაგრატიონს ოჯახში ძალადობის საქმეზე მთავარ სამმართველოში კითხავენ
ანა ბაგრატიონს ოჯახში ძალადობის საქმეზე მთავარ სამმართველოში კითხავენ
15:00 02.04.2019
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მთავარ სამმართველოში მივიდა. გავრცელებული ცნობით, მას ოჯახში ძალადობის საქმეზე კითხავენ.
საქმე ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში დავით ბაგრატიონი ცოლზე ძალადობდა.

იურისტის ლევან გორელაშვილის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან მეუღლეზე წარსულში ძალადობა არაერთხელ განხორციელებულა, თუმცა, მას სამართალდამცველებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს.

მისივე თქმით, საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებებია აღწერილი.
ბეჭდვა