გიორგი გახარია: შრომის უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია
გიორგი გახარია: შრომის უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია
12:22 02.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ჟურნალისტებთან საუბრისას ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა.

გიორგი გახარიას განმარტებით, შრომითი უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია - თებერვლიდან შევიდა კიდეც ძალაში კანონი, რომელიც მაღალი რისკის ობიექტების შემოწმებას ითვალისწინებს. პირველი სექტებრიდან კი ამოქმედდება კანონი, რომელიც აბსოლუტურად ყველა კომპანიას შეეხება.

"ქვეყანაში შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში არ არსებობდა, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება და კანონმდებლობა არსებობს", - აღნიშნა გახარიამ.

მინისტრის თქმით, პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის, მთავრობის წევრისა და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის საზრუნავი.

შეგახსენებთ, მშრომელთა უფლებების დაცვით მიზნით ჩატარებული აქციის მიმდინარეობისას გუშინ ექვსი პირი დააკავეს და გვიან ღამითვე გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეები ჭავჭავაჭის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურნენ და მათი მოთხოვნა მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა იყო.


ბეჭდვა