შს მინისტრმა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის მიზეზები და უწყების ხედვა განმარტა
შს მინისტრმა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის მიზეზები და უწყების ხედვა განმარტა
12:23 02.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება საგანგაშო არაა.
მისივე თქმით, ქურდობის ფაქტების ზრდას კონკრეტული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი კი მინისტრის თქმით, სისტემის ჰუმანურობაა.

„საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მოგახსენეთ, რომ ამ ნაწილში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, მოგეხსენებათ, ქურდობა არის ყველაზე რთულად გახსნადი დანაშაული და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებასაც თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის.

მოგეხსენებათ, სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური, მაგალითად დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის ადამიანი შეიძლება ჯარიმით გათავისუფლდეს. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი, იმისთვის, რომ მართლმასაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ჩვენს საზოგადოებას შწირდება", - განაცხადა გახარაიამ.
ბეჭდვა