კაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა
კაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა
17:56 27.03.2019
კაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სამართალამცველებთან მოლაპარაკების შემდეგ, სახურავიდან ჩამოვიდა. მოქალაქე ლუკა ფეიქრიშვილია. ის  შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვდა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია უთვალთვალებს, რის გამოც ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა.

ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ბეჭდვა