მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა
13:11 27.03.2019
ხადის ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

26 მარტს,  გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.

მალხაზ კობაურს ბრალი განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვაში ჰქონდა წარდგენილი. 

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
ბეჭდვა