ჩოხატაურში ავარიას პატრულის თანამშრომელი ემსხვერპლა
ჩოხატაურში ავარიას პატრულის თანამშრომელი ემსხვერპლა
12:55 26.03.2019
რამდენიმე წუთის წინ, ჩოხატაურში ავარია მოხდა.  შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავდა. ის ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბეჭდვა