შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
12:28 24.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია " სმაილი" გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა