იმერეთში პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
იმერეთში პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
14:09 17.03.2019
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა