ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
22:06 16.03.2019
ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დღეს საღამოს, 17სთ:50 წთ ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური"-აცხადებენ რკინიგზაში.

ბეჭდვა