ირაკლი ბერაია: მიმდინარე წელს ნარკოტიკული ნივთიერებების უპრეცედენტო ოდენობა ამოიღეს
ირაკლი ბერაია: მიმდინარე წელს ნარკოტიკული ნივთიერებების უპრეცედენტო ოდენობა ამოიღეს
17:29 15.03.2019
პარლამენტის თავდაცვის კომმიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას დადებითად აფასებს და დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ებრძვის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. ფონიჭალაში, პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ მიმართულებით. დაკავებულთა შორისაა არაერთი ნარკორეალიზატორი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შსს-ს აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის მანძილზე ამოღებულია ნარკოტიკის უპრეცედენტოდ დიდი ოდენობა, როგორც ჰეროინი და კოკაინი, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებები, პასუხისგებაში მიცემულია 300-ზე მეტი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, პრაქტიკაში ადასტურებს ამ რეფორმების ფარგლებში გადადგმული ქმედითი ნაბიჯების ეფექტიანობას",- აცხადებს ბერაია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა.
ბეჭდვა