ხურვალეთში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.
სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვითარების გასარკვევად სოფელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.
ხურვალეთთან მდებარე ქართულ საგუშაგოსთან მყოფი პოლიციელები მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.
